სპორტი
"ჩაჩავა უნდა წავიდეს" - "ტორპედოს" გულშემატკივრება აქცია გამართეს
"ჩაჩავა უნდა წავიდეს"- ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" გულშემატკივრება მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ გუნდი 6-მა წამყვანმა ფეხბურთელმა უკვე დატოვა. მათივე თქმით, "ტორპედოდან" წასვლის სურვილი სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ და არსებული შემადგენლობით გუნდი ასპარეზობას ვერ შეძლებს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს და დადგინდეს თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა გუნდში თანხები.

"6-მა წამყვანა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი, მეშვიდე ახლა მიდის. ჩაჩავა გამოვიდეს და თქვას, რატომ წავიდნენ ფეხბურთელები. ვითხოვთ, გამოიძიონ რამდემად მიზნობრივად დაიხარჯა თანხები და რატომ მისცა თანხის გადახდის პირობა ჩაჩავამ ფეხბურთელებს თუ ამის საშუალება არ ჰქონდა,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები ქუთაისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცადებენ, რომ საჭიროა თვითმმართველობა "ტორპედოს" საქმიანობაში უფრო მკაცრად ჩაერიოს.

აქციის მონაწილეებთან საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ალეკო ახალაძე მივიდა. მისი თქმით, გუნდში არსებული პრობლემების ქუთაისის მხოლოდ მერიისთვის გადაბრალება არასწორია და მასზე საუბარი გუნდის წარმომადგენლობას მდგომარეობის გართულებამდე უნდა დაეწყო. ახალაძემ პრობლემების გასაცნობად დრო მოითხოვა, რასაც აქციის მინაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა.

შეგახსენებთ, გუნდში ფინანსური კრიზისია, რის გამოც "ტორპედოს" ფეხბურთელები ტოვებენ. რამდენიმე თვეა მათ ხელფასები არ აუღიათ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ხარაგაულში კალათბურთის მოედნის მოეწყობა იგეგმება. სამუშაოები
რეგიონული
15:26 / 23.01.2020
ხარაგაულში კალათბურთის მოედნის მოეწყობა იგეგმება. სამუშაოები რეგიონული
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქუთაისის
საფეხბურთო კლუბ
17:54 / 22.01.2020
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოსთან"
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩს 
,,ბორჯღალოსნები
11:36 / 20.01.2020
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩს  ,,ბორჯღალოსნები"
ამინდი
თბილისი -1 - 9 °C
img
ქუთაისი -1 - 8 °C
img
ბათუმი 4 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020