“ტორპედოს” გულშემატკივრებს, რომელთაც ქუთაისის მერიის წინ აქცია

გამართეს, ქალაქის მერი შეხვდა. გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, რომ მან გუნდის ხელმძღვანელობას ვადა ორშაბათამდე მისცა და თუ ამ ვადაში გუნდში არსებული პრობლემები არ მოგვარდება, ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი დადგება.

“ტორპედოს” გულშემატკივრების პრეტენზიები არის სამართლიანი. ქუთაისს სჭირდება ძლიერი გუნდი და ისეთი “ტორპედო”, როგორიც ჩვენს ქალაქს ეკადრება. გუნდის ხელმძღვანელობასთან დღეს საუბარი მქონდა. ისინი დაგვპირდნენ, რომ 2-3 დღეში ფეხბურთელებს 2 თვის ხელფასებს ჩაურიცხავენ. ასევე, დაიწყებენ მერიის დავალიანების გადახდას. იმედია, ყველაფერი დალაგდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავიწყებთ მოქმედებებს. გვაქვს ჩართული ჯარიმის მექანიზმი და როგორც რამდენიმე ხნის წინ დავთვალეთ, ჯარიმამ 45 000 ლარი შეადგინა. ქალაქს გუნდის დაბრუნების ფინანსური რესურსი არ აქვს, თუმცა ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, ვიმოქმედოთ და “ტორპედო” გადავარჩინოთ,”-განაცხადა ქუთაისის მერმა.

შეგახსენებთ, გუნდში ფინანსური კრიზისია, რის გამოც “ტორპედოს” ფეხბურთელები ტოვებენ. რამდენიმე თვეა მათ ხელფასები არ აუღიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *