სპორტი
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები მერიასთან აქციას ისევ განაახლებენ
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები ადგილობრივი თვითმმართველობის წინ აქციას გამართავენ. ისინი ეკონომიკის სამინისტროსგან გუნდში ჩინელი ინვესტორების მისვლის დადასტურებას ითხოვენ.

"დღეს ქუთაისის მერიასთან აქცია "ტორპედოს"გადასარჩენად გაიმართება 17 საათზე. მთავარი ,სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნა არის,რომ ეკონომიკის სამინისტრომ სასწრაფოდ დაადასტუროს ჩინელი ინვესტორების გუნდში მოსვლა! უნდა გაერთიანდეთ მთელი ქუთაისი. დრო აღარ არის." - აცხადებენ გულშემატკივრები.

ქუთაისის "ტორპედოში" ფინანსური კრიზისია, რის გამოც ფეხბურთელები ანაზღაურებას ვერ ღებულოდნენ. ზაალ ჩაჩავას განცხადებით, სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა უკვე განხორციელდა. მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს და თუ ხელშეკრულება გაფორმდება "ტორპედოს" გაცილებით იმაზე დიდი ბიუჯეტი ექნება, ვიდრე ჰქონია.


ქუთაისის მერიის წინ აქცია გუშინაც გაიმართა და გვიან ღამემდე გაგრძელდა.


ამავე თემაზე:

"ტორპედოს" პრეზიდენტი ჩინელ ინვესტორებთან 5-10 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას ვარაუდობს

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა


"ქალაქს გუნდის დაბრუნების ფინანსური რესურსი არ აქვს"

"ჩაჩავა უნდა წავიდეს" - "ტორპედოს" გულშემატკივრება აქცია გამართეს









FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისელი ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი ახალგაზრდებს
14:45 / 18.09.2019
ქუთაისელი ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი ახალგაზრდებს
ქუთაისში 12 სპორტული მოედანი მოეწყობა. ქუთაისის
17:43 / 17.09.2019
ქუთაისში 12 სპორტული მოედანი მოეწყობა. ქუთაისის
ქუთაისის ,,ტორპედოში
11:54 / 17.09.2019
ქუთაისის ,,ტორპედოში" ფინანსური პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. ამ ფონზე მათ 16 სექტემბერს
,,ტორპედოსა
11:45 / 17.09.2019
,,ტორპედოსა" და ,,საბურთალოს" შორის გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 7 - 18 °C
img
ქუთაისი 7 - 18 °C
img
ბათუმი 12 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019