სპორტი
"ტორპედოს" მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართება
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები მერიის წინ მორიგ აქციას გამართავენ. ორგანიზატორების განხადებით, აქციაზე გუნდის მხარდასაჭერ ვიდეოს აჩვენებენ, რომელშიც ცნობადი საახეებიც მონაწილეობენ.

"ოთხშაბათს 19:00 საათზე მერიასთან იმართება სოლიდარობის (მხარდაჭერის ) აქცია. სადაც არ გაჟღერდება არანაირი მოთხოვნა.ეს იქნება უბრალოდ გვერდში დგომა . ამ "კამპანიაში" ჩართულია უკვე სრულიად საქართველო. ვამზადებთ მხარდასაჭერ ვიდეო რგოლსაც, რომელშიც არა მხოლოდ ყველასათვის ცნობილი სახეებია, არამედ იქნებიან ის ადამიანებიც, ვისაც სტკივა დღევანდელი მდგომარეობა".- ამბობს "ტორპედოს" ერთ-ერთი გულშემატკივარი ქეთა ჯალაღანია.

ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა აქცია გასულ კვირასაც გამართეს. მაშინ მათ გუნდიდან პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას მიერ დავალიანების დაფრვა და გუნდიდან წასვლა მოითხოვეს. ასევე მოუწოდეს ეკონომიკის სამინისტროს ინვესტორებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დროულად გამოეცხადებინა.


შეგახსნებთ, გუნდში ფინანსური კრიზისია, რის გამოც "ტორპედო" ფეხბურთელების ნაწილმა, გიორგი ქიმაძემ, ლევან გეგეჭკორმა, მამუკა კობახიძემ, ოლექსანდრ აზაცკიმ, მერაბ გიგაურმა, ამბროსი ჩაჩუამ, ნოდარ ქავთარაძემ, რიჩარდ ლუკამ, დატოვა.

გუნდში რჩებიან :როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ვაჟა ტაბატაძე ვახტანგ ნებიერიძე, მათე ცინცაძე, თენგიზ წიქარიძე, გრიგოლ დოლიძე, თორნიკე კაპანაძე, ბუდუ ზივზივაძე.

კლუბის მფლობელის, ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები "ჰულინგ ჯგუფის" მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ შეიქმნა. მისივე განცხადებით, ფეხბურთელებს ამ ეტაპზე მხოლოდ 2 თვის ხელფასი ჩაურიცხეს.

"ტორპედოს" პრეზიდენტი ჩინელ ინვესტორებთან 5-10 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას თავიდან ვარაუდობს. ზაალ ჩაჩავას თქმით, ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ ხელშეკრულება გაფორმდება "ტორპედოს" გაცილებით იმაზე დიდი ბიუჯეტი ექნება, ვიდრე ჰქონია.

რადიო "ძველი ქალაქი" ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.


ამავე თემაზე: 

"ტორპედოს" პრეზიდენტი ჩინელ ინვესტორებთან 5-10 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას ვარაუდობს


"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა



"ჩაჩავა უნდა წავიდეს" - "ტორპედოს" გულშემატკივრება აქცია გამართეს

"ტორპედოს" გულშემატკივრებმა აქცია განაახლეს


"ქალაქს გუნდის დაბრუნების ფინანსური რესურსი არ აქვს"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ტორპედო
11:51 / 19.07.2019
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ტორპედო" ,,ორდაბასთან"
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქუთაისის
,,ტორპედო
11:22 / 18.07.2019
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქუთაისის ,,ტორპედო"
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქუთაისის
,,ტორპედო
14:35 / 16.07.2019
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქუთაისის ,,ტორპედო"
ქუთაისის ,,ტორპედოს
12:12 / 12.07.2019
ქუთაისის ,,ტორპედოს" მწვრთნელმა ყაზახეთში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში
11:53 / 12.07.2019
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ტორპედო"
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 19 - 32 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 22 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019