“ტორპედო” “ლოკომოტივთან” დამარცხდა. ეროვნული ლიგის

მატჩი წყალტუბოში გაიმართა. “ლოკომოტივი” 71-ე წუთზე ლაშა გვალიამ დააწინაურა, ხოლო 86-ე წუთზე “ტორპედოს” კარში მეორე გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა.

ფინანსური კრიზის გამო ქუთაისის გუნდი ფეხბურთელებმა დატოვეს. გიორგი ქიმაძემ, ლევან გეგეჭკორმა, მამუკა კობახიძემ, ოლექსანდრ აზაცკიმ, მერაბ გიგაურმა, ამბროსი ჩაჩუამ, ნოდარ ქავთარაძემ, რიჩარდ ლუკამ გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

კლუბის მფლობელის, ზაალ ჩაჩავას განცხადებით, პრობლემები “ჰულინგ ჯგუფის” მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ შეიქმნა. მისივე განცხადებით, ფეხბურთელებს ამ ეტაპზე მხოლოდ 2 თვის ხელფასი ჩაურიცხეს.

“ტორპედოს” პრეზიდენტი ჩინელ ინვესტორებთან 5-10 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას თავიდან ვარაუდობს. ზაალ ჩაჩავას თქმით, ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს. კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ ხელშეკრულება გაფორმდება “ტორპედოს” გაცილებით იმაზე დიდი ბიუჯეტი ექნება, ვიდრე ჰქონია.

რადიო “ძველი ქალაქი” ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ქუთაისის “ტორპედოს” წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი აქვს . გუნდმა რამდენიმე დღეში ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ითამაშოს. “ტორპედოს” მეტოქე კახაბერ ცხადაძის “ორდაბასი” იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *