სპორტი
"პრაქტიკულად, გვიწევს ახალი გუნდის ჩამოყალიბება" - კახა ჩხეტიანი
ფინანსური პრობლემების მიუხედავად ქუთაისის ,,ტორპედო" ,,ორდაბასთან" შესახვედრად ემზადება. 11 ივლისს ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში "ტორპედო" ყაზახეტში "ორდაბასს" დაუპირისპირდება. ,,ტორპედოს" მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, გუნდში არსებული პრობემების ფონზე კარგი შედეგის დადებას მაქსიმალურად შეეცდებიან.

"ათმა ფეხბურთელმა დატოვა კლუბი და პრაქტიკულად გვიწევს ახალი გუნდის ჩამოყალიბება. მოვიწვიეთ ფეხბურთელები კლუბში, რომლებიც ამ გუნდის ღირსებას დაიცავენ. 11-ში თამაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი. რა სურათიც გვაქვს გუნდში აქედან გამომდინარე მაქსიმუმი უნდა ვეცადოთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავხადო ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც გუნდიდან წავიდა. ამ გუნდის ღირსება დაიცვა. მათ მინდა წარმატება ვუსურვო და იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ამ გუნდში მოვიდნენ და ამ გუნდის ღირსებას დაიცავენ, მათაც წარმატება მინდა ვუსურვო. ტრამვირებულები ვინც ამ წუთას გუნდშია, ზივზივაძე და დოლიძე, ვერ დაგვეხმარებიან პირველ შეხვედრაში. დანარჩენი ვინც გუნდშია ყველანი მზადყოფნაშია საბრძოლველად."- ამბობს ჩხეტიანი. მწვრთნელის კომენტარს ,,ტორპედოს" ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

კლუბს ახალწვეულები ჰყავს. 21 წლის შემტევი ნახევარმცველი თემურ ჩოგაძე ,,ტორპედოში" "რუსთავიდან" გადავიდა, ,,რუსთავიდან" შეუერთდა ქუთაისის გუნდს 25 წლის ნახევარმცველი პაპუნა ფონიავა, 22 წლის მცველი თამაზ ცეცხლაძე აზერბაიჯანში ასპარეზობდა, სადაც "საბაილის" ღირსებას იცავდა, 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ოთარ კობახიძე ,,ტორპედოს" ,,ლოკომოტივიდან" შეურთდა, "საბურთალოს " შემდეგ ქუთაისში ითამაშებს 22 წლის მცველი ცოტნე ნადარაია,ბოლოს ბათუმის "დინამოში" თამშობდა ,,ტორპედოს" კიდევ ერთი ახალწვეული, 24 წლის ცენტრალური მცველი გიორგი გადრანი.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,საბურთალოსთან
16:48 / 22.10.2019
,,საბურთალოსთან" საპასუხო მატჩში ,,ტორპედოს" ძირითადი გუნდი ითამაშებს.
ქუთაისის საკალათბურთო გუნდი
16:46 / 21.10.2019
ქუთაისის საკალათბურთო გუნდი "ქუთაისი 2010" თსუ-ს დაუპირისპირდება.
ტყიბულელი სპორტსმენი, ილია სულამანიძე, მსოფლიო ჩემპიონატზე
20:48 / 19.10.2019
ტყიბულელი სპორტსმენი, ილია სულამანიძე, მსოფლიო ჩემპიონატზე
ქუთაისში პარასპორტის გუნდურური სახეობების წარმომადგენლები არ არიან.
მიზეზი
11:27 / 17.10.2019
ქუთაისში პარასპორტის გუნდურური სახეობების წარმომადგენლები არ არიან. მიზეზი
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 8 - 19 °C
img
ქუთაისი 11 - 22 °C
img
ბათუმი 15 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
"სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს"-აქციაზე ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები მივიდნენ
მეშახტეების საპროტესტო აქციას ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები შეუერთდნენ.
12:55 / 25.09.2019