ქუთაისის ,,ტორპედო” მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ დატოვა. გუნდის

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვილითაია კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.

“რამდენიმედღიანი დასვენების შემდეგ, “ტორპედომ” დღეს ვარჯიში განაახლა. ვარჯიშის დაწყებამდე გუნდს მეკარე, ვიცე-კაპიტანი მაქსიმე ქვილითაია დაემშვიდობა, რომელიც კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.”- წერა გავრცლებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუნდში კვლავ ფინანსური პრობლებია. ისევ გაურვეველია კლუბის პრეზიდენტისა სპონსორის მოლაპარკების შედეგები. არსებული ინფორმაციით, დავალიანება მხოლოდ იმ 5 ფეხბურთელს დაუფარეს, რომლებიც ძველი შემადგენლობიდან გუნდში ამ დრომდე რჩებიან. ფინანსური პრობელების გამო ,,ტორპედო” 12-მა ფეხბურთელმა დატოვა. ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ახალი გუნდი გაიყვანა. ,,ტორპედო” საკვალიფიკაციო ეტაპს უკვე გამოეთიშა.

ფოტო:F.C. Torpedo Kutaisi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *