Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

სპორტი
,,უნდა დაინტერესდეს პროკურატურა" - ბესიკ ბრეგაძე ,,ტორპედოში" შექმნილ პრობლემებზე
,,მერია კი არა, იმ სახის დარღვევებზეა საუბარი, საქართველოს პროკურატურაც უნდა ჩართულიყო და ყველა ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ამ თემებში."- ქუთაისის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე ქუთაისის საფეხბურთო კლუბში  ,,ტორპედო" არსებულ სიტუაციას ეხმაურება. 

მისი განცხადებით, ,,ტორპედოს" საქმეს სწავლობენ და გამოიკვეთა ისეთი სახის დარღვევები, რომლითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. როგორც დეპუტატი ამბობს, კლუბმა დაახლოებით 11 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, თუმცა გაურკვეველია სად დაიხარჯა ეს თანხა და რატომ უნდა შექმნოდა კლუბს ფინანსური პრობლემა მაშინ, როცა მერიის ბალანსზე არსებულ გუნდს ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონ ნახევარი ლარი სეზონზე სათამაშოდ ჰყოფნიდა.

,,მერია კი არა, იმ სახის დარღვევებზეა საუბარი, საქართველოს პროკურატურაც უნდა ჩართულიყო და ყველა ის მაკონტროლებელი ორგანო, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ამ თემებში. ბევრი კითხვის ნიშანი დასვა ყველა ოპერაციამ, რაც საჯარო ინფორმაციიდან მივიღეთ. ბევრი საეჭვო გარიგებაა დადებული, მათ შორისაა წილების დათმობა. ციფერბით რომ ვისაუბროთ, ჩინელი ინვესტორების შემოსვლიდან დაწყებული, ბუნდოვანი ციფრებია. ჩინელი ინვესტორების მიერ გუნდში მილიონ 200 ათასი ლარია ჩარიცხული, ასევე 375 ათასი დოლარი გადახდილი აქვთ და დაფიქსირებულია. სად წავიდა ეს თანხები ვერავინ პასუხობს. ერთ-ერთ 5 პროცენტიან მეწილეს მილიონი აქვს გადახდილი, ეროვნული ლიგიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 3 მილიონ ნახევარზე მეტს შეადგენდა, უეფადან მიღებული შემოსავალი დაახლოებით მილიონ ნახევარ ევროს აჭარბებს. საერთო ჯამში იმხელა თანხებზე გავიდა გუნდის ბიუჯეტი, რომ წარმოუდგენელი იყო ფინანსური პრობლემები შეჰქმნოდა სწორი მენეჯმენტის პირობებში. მთელი საქართველო გაიძახის, რომ ,,ტორპედო" არის გადასარჩენი. ამხელა თანხების პირობებში რა ჰქონდა გუნდს გადასარჩენი? ძალიან უხერხულია ამ პარალელის მოტანა, მაგრამ როცა ბიუჯეტის ხარჯზე იყო ,,ტორპედო" მილიონ ნახევარი ლარი ჰყოფნიდა სეზონის სათამაშოდ. რაზე იყო ორიენტირებული ის მენეჯმენტი, ის ჯგუფი? თვალნათლივ ჩანს, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ ფულის ინტერესი. ეს ფული გაქრა. ამით, ჩემი აზრით, უნდა დაინტერესდეს პროკურატურა, ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც ვალდებული არიან ეს საკითხები გამოიძიონ. ასევე საგამოძიებო ორგანოები, რომლებიც ვალდებული არიან ამ მიმართულებით პასუხი აგებინონ კონკრეტულ ადამიანებს."- განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ,,ტორპედოს" საქმით ქალაქის მერია გაცილებით ადრე უნდა დაინტერესებულიყო. დეპუტატი ამბობს, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, გუნდის სახელზე დამატებით სესხია გაცემული, რაც დადასტურების შემთხვევაში, მერიის მიერ გუნდისათვის უზურფრუქტით გადაცემულ ქონებას საფრთხეს შეუქმნის.

"მე ვფიქრობ, რომ ქალაქის მერია გაცილებით ადრე უნდა ჩართულიყო ამ თემაში. ვიცი, რომ 2018 წელს მიმდინარეობდა მოლაპარაკება ბაზაზე და ,,ტორპედოსთან დაკავშირებით. უზურფრუქტის ფორმით გვაქვს მიცემული ქონება და არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ კლუბს კიდევ რაღაც სესხი აქვს აღებული. ეს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის როგორც კლუბის ფუნქციონირებას, ასევე იმ ქონებას, რომელიც მერიას გააჩნია. რა ფორმით, როგორ, რანაირად უნდა გააგრძელოს ,,ტორპედომ" მუშაობა ძალიან ბუნდოვანია." - განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, გუნდში კვლავ ფინანსური პრობლებია. არსებული ინფორმაციით, დავალიანება მხოლოდ იმ 5 ფეხბურთელს დაუფარეს, რომლებიც ძველი შემადგენლობიდან გუნდში ამ დრომდე რჩებიან. კლუბის პრეზიდენტისა სპონსორის მოლაპარკების შედეგების შესახებ კი განცხადებები სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოსთვის უნდა გაკეთდეს.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,ქუთაისის ,,ტორპედო
10:50 / 20.05.2020
,,ქუთაისის ,,ტორპედო" დღემდე ფინასურ კრიზისშია, ხოლო მის ყოფილ მფლობელს კი
,,ტორპედო
15:29 / 17.03.2020
,,ტორპედო" მზადაა საჭიროების შემთხვევაში საწვრთნელი ბაზა საკარანტინო
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 15 - 28 °C
img
ქუთაისი 14 - 30 °C
img
ბათუმი 15 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 24 °C
img
ფოთი 15 - 22 °C
img
თელავი 16 - 27 °C
img
მესტია 6 - 16 °C
img
ზუგდიდი 13 - 28 °C
img
ბორჯომი 10 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები