Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

,,ვმუშაობ, რომ შემოვიყვანო საშუალოზე მაღალი დონის ინვესტორები" - ზაალ ჩაჩავა
,,ქუთაისის ,,ტორპედო" რომ იყოს წარმატებული, გვჭირდება თანხები. პატარა თანხა ამას არ ეყოფა და აქედან გამომდინარე ვმუშაობ, რომ შემოვიყვანო საშუალოზე მაღალი დონის ინვესტორები."- ამის შესახებ ქუთაისის ,,ტორპედოს" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ რადიო ,,ძველ ქალაქს" განუცხადა.

მისივე თქმით, ის ინვესტირების საკითხზე შეხვედრას უცხოელებთან მართავდა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არაა. ,,ტორპედოს" პრეზიდენტი ამბობს, რომ აღებული ვალდებულებით მან გუნდზე მინიმუმ 500 ათასი ლარი უნდა დახარჯოს, მაგრამ ეს თანხა ,,ტორპედოს" წარმატებისთვის საკმარისი არაა.

,,მქონდა ორ სერიოზულ ჯგუფთან შეხვედრა. ერთია უნგრელების ჯგუფი და მეორე - ჩეხები. იქედან გამომდინარე რა პრობლემებიც გვქონდა ჩინელების გამო და რა პრობლემებიც გვაქვს დღეს , მაქსიმალურად რაც შემეძლო ეს პრობლემები შევაჩერე, გადავლახე, მაგრამ უნდა ხომ უნდა გავაგრძელოთ არსებობა? მე ისეთი გუნდი არ მინდა რომ მყავდეს, რომელიც იქნება მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ადგილას. ქუთაისის ,,ტორპედო" მინდა იყოს ყოველთვის უეფაზე, მოწინავე გუნდი. მე რა ვალდებულებაც მაქვს აღებული ქუთაისის ,,ტორპედოს" წინაშე ეს არის დავხარჯო მინიმუმ ყველ წლიურად 500 ათასი ლარი. პირველ წელს დავხარჯეთ მილიონ 300 ათასი ლარი. მის შემდეგ, დღემდე დახარჯული გვაქვს დაახლოებით 10 მილიონი ლარი. ეს 500 ათასი ლარი არანაირად არ ჰყოფნის იმ გუნდის შენახვას, როგორიც არის ქუთაისის ,,ტორპედო", პლიუს იმას, რომ სულ ვიყო უეფაზე და სულ ვიყო კმაყოფილი და ბედნიერი ჩემი გუნდით. აქედან გამომდინარე ყველა ვარიანტში ან მე უნდა შევეცადო ის, რომ გაცილებით მეტი თანხა დავხარო და ამისათვის მე მზად არ ვარ და არც ვიყავი არასდროს თავიდანვე იმიტო, რომ არ მქონდა იმის საშუალება რომ გუნდში იმდენი ფული მეხარჯა, რამდენიც დავხარჯე რეალურად. ჩემი თანხა დავხარჯე და მოვიზიდე ინვესტორები. ამ ეტაპზეც ვცდილობ მოვიზიდო ინვესტორები, იმიტომ რომ 500 ათასი ლარი ამ გუნდს არ ეყოფა. ყველა შევეჩვიეთ ქუთაისის წარმატებას. პირველივე დღიდან, ჩემი მოსვლიდან 5 თასი მოვიპოვეთ, რაც ასეთ პატარა მონაკვეთში არცერთ კლუბს არ უქნია. ქუთაისის ,,ტორპედო" რომ იყოს წარმატებული, გვჭირდება თანხები. პატარა თანხა ამას არ ეყოფა და აქედან გამომდინარე ვმუშაობ, რომ შემოვიყვანო საშუალოზე მაღალი დონის ინვესტორები."- განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.

კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა გუნდში საქართველოს ჩემპიონატის წარმატებით დასრულებაზე მუშაობენ.

,,პარალელურად მაქვს გეგმა იმისა, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ჩემპიონატში ჩვენი გამოსვლა წარმატებით დავამთავროთ, რომ ყველა ვარიანტში ვიასპარეზოთ უეფაზე შემდეგ წელს. ანუ ეს არის ან სამეულში მოხვედრა ან თასის მფლობელობა. ჩვენი გუნდი და კახა ჩხეტიანი მუშაობს ძალიან სერიოზულად. მანამდე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოვძებნი ინვესტორებს. გვყავდეს ძლიერი ინვესტორი და ვიბრძოლოდ სხვა მიზნებისათვის."- განაცხადა ჩაჩავამ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციის პროექტს
ფეხბურთის ფედერაციაში განიხილავენ.
11:35 / 06.07.2020
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის რეაბილიტაციის პროექტს ფეხბურთის ფედერაციაში განიხილავენ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით,
13:21 / 05.07.2020
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით,
28 ივნისს, ქუთაისის ,,ტორპედომ
10:02 / 29.06.2020
28 ივნისს, ქუთაისის ,,ტორპედომ" საჩხერის ,,ჩიხურას" რამაზ შენგელიას სახელობის
,,კლუბის პრეზიდენტი გვესაუბრა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს. კარგ
იმედებს იძლევა.
10:28 / 25.06.2020
,,კლუბის პრეზიდენტი გვესაუბრა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს. კარგ იმედებს იძლევა."- ამის
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 18 - 29 °C
img
ქუთაისი 20 - 28 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
სოხუმი 21 - 28 °C
img
ფოთი 23 - 27 °C
img
თელავი 19 - 27 °C
img
მესტია 9 - 20 °C
img
ზუგდიდი 21 - 27 °C
img
ბორჯომი 18 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედ პერსონალი 4 თვის ხელფასის მიღებას ითხოვს
ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.
11:58 / 01.07.2020
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების სამოსს კერავდა მუშაობას წყვეტს. MGMTEX-ის
10:45 / 25.06.2020
თორნიკე გელაშვილი
როგორ აისახა პანდემია ფიტნესცენტრებზე და რა რეგულაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა - გალილეო ფიტნესის ადმინისტრატორი
15:43 / 26.06.2020
ქუთაისის ოპერის თეატრში რეპეტიციების განახლებას 16 ივნისიდან გეგმავენ
ქუთაისის ოპერის თეატრში რეპეტიციების განახლებას 16 ივნისიდან გეგმავენ. ჯანდაცვის სამინისტრომ კულტურული
13:55 / 11.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,მთავრობის გაუგებარი პოლიტიკის და ლოგიკისგან შორს მდგარი გადაწყვეტილებების გამო ქვეყანა კარგავს ეკონომიკურ სარგებელს"
15:21 / 10.07.2020
,,მთავრობის გაუგებარი პოლიტიკის და ლოგიკისგან შორს მდგარი გადაწყვეტილებების
ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
12:57 / 10.07.2020
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარის მოწყობის სამუშაოები
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
14:38 / 09.07.2020
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურს ახალი