,,ერთ კაპიკს ვერ დახარჯავ ისე, რომ არ იყოს ეს ნაჩვენები ოფიციალურად" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის ,,ტორპედოს" პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა კლუბში არსებულ ფინანსურ პრობლემებსა და მის მიმართ არსებულ კითხვებს პასუხობს. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქთან" საუბრისას განაცხადა, მისი მისამართით გამოთქმული პრეტენზიები, რომ თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა, არასწორია. ჩაჩავა ამბობს, რომ კლუბს სამი ზედამხედველი ორგანიზაცია ჰყავს, მათ შორის ქუთაისის მერიაც.

,,იყო ასეთი თემა გაჟღერებული, რომ ქუთაისის ,,ტორპედოში" იყო შემოსული უეფადან 9 მილიონი ლარი. არსებობდა კითხვა - სად წავიდა? რა 9 მილიონზეა ლაპარაკი, ასეთი ციფრი საერთოდ არ ყოფილა. ჩვენ ერთადერთხელ შემოგვივიდა ყველაზე დიდი ციფრი . ეს იყო მილიონ 200 ათასი ლარი უეფადან როდესაც გავხდით ჩემპიონები. ჩვენს გუნდს ჰქონდა ხარჯი თვეში 500 ათასი ლარი. ეს იყო ხელფასები. ვინც ამას აპროტესტებდა არ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია და საერთოდ არაფერზე დაყრდნობით აჟღერებდნენ ინფორმაციას. ყველა თანხა, რაც შემოვიდა არის სადღაც წელიწადში 7 მილიონი ლარი. ყოველთვის საჯაროდ ვიძახი, რომ ჩვენთან კარი ყოველთვის ღიაა. ყველანაირი გადასახადები გადახდილი გვაქვს. გვაქვს ხელშეკრულება აუდიტორულ კომპანიასთან, რომელიც გვიკეთებს წლიურ აუდიტს, ამას ვაბარებთ ფეხბურთის განვითარების ფონდს, ქუთაისის მერიას და ა.შ. 3 ზედამხედველი ორგანო გვამოწმებს. ერთ კაპიკს ვერ დახარჯავ ისე, რომ არ იყოს ეს ნაჩვენები ოფიციალურად."- განაცხადა ზაალ ჩაჩავამ.

,,ტორპედოში" შექმნილ ფინანსურ პრობლემებს გამოეხმაურა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ბესიკ ბრეგაძე. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. დარღვევები კი იმდენად იდიდა, რომ კლუბის საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

,,ტორპედოს" პრეზიდენტი ამბობს, რომ შემოწმებისთვის მზად არიან.

"ეს დეპუტატი არის ერთ-ერთი იმათგანი, რომელიც არაფერზე დაყრდნობით ლაპარაკობს ამ ყველაფერს. რეალობა არის სხვა. ჩვენი კარი არის ღიაა. რა ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, შეუძლია მოვიდეს და შეგვამოწმოს." - განაცხადა ჩაჩავამ.

შეგახსენებთ, ,,ტორპედოს" გულშემატკივრებმა გასულ თვეში გუნდში არსებული პრობლემები გააპროტესტეს. ქუთაისის მერიის წინ გამართულ აქციებზე ზაალ ჩაჩავას გუნდიდან წასვლასაც ითხოვდნენ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთის კრივის ფედერაციას ირაკლი გვენეტაძე
12:18 / 28.07.2020
იმერეთის კრივის ფედერაციას ირაკლი გვენეტაძე
,,ტორპედო
16:26 / 24.07.2020
,,ტორპედო" - ,,საბურთალოს" მატჩზე მაყურებელი დასწრებას ვერ შეძლებს. შეხვედრა დღეს,
16:21 / 24.07.2020
"სამტრედიასა" და "დინამო თბილისის" მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის. საფეხბურთო
ქუთაისში თენგიზ სულაქველიძის სახელობის სტადიონი გაიხსნა. სტადიონი
ჭომას
09:49 / 24.07.2020
ქუთაისში თენგიზ სულაქველიძის სახელობის სტადიონი გაიხსნა. სტადიონი ჭომას
ღია ტიპის მოედნებზე მაყურებლის დაშვება შესაძლებელი იქნება. ამის
შესახებ საქართველოს
15:47 / 21.07.2020
ღია ტიპის მოედნებზე მაყურებლის დაშვება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ საქართველოს
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 17 - 26 °C
img
ქუთაისი 17 - 32 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
სოხუმი 17 - 28 °C
img
ფოთი 20 - 27 °C
img
თელავი 18 - 24 °C
img
მესტია 8 - 20 °C
img
ზუგდიდი 17 - 28 °C
img
ბორჯომი 12 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"კანონის მოთხოვნების დაცვით არის მშენებლობის პარამეტრები და მოცულობა"
რუსთაველის ხიდთან კონსტრუქციის მშენებლობა კანონის მოთხოვნების დაცვით
13:11 / 15.07.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე დახურავს. ღია სივრცეში მაყურებელი
16:13 / 15.07.2020
პოლიტიკის სიახლეები
,,სოციალურად დაუცველები კოვიდ 19-ის პანდემიის დროს დახმარების გარეშე დატოვეს"
11:33 / 04.08.2020
"ლეიბორისტულმა პარტიამ" ქუთაისის მერიის წინ პერფორმანსი გამართა და ის წერილები გამოფინა,
ქუთაისის მაჟორიტარობისთვის "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძე იბრძოლებს
13:03 / 03.08.2020
"ევროპულმა საქართველომ" მაჟორიტარობის კანდიდატები
ქუთაისის მშენებარე უნივერსიტეტთან წულაიამ ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა
11:03 / 03.08.2020
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ