ქუთაისის ,,ტორპედოს” ახალი აღმასრულებელი დირექტორი თემურ ჩეჩელაშვილი იქნება.

ის გუნდთან და პერსონალთან შეხვედრებს იწყებს. როგორც მან რადიო ,,ძველ ქალაქს” განუცხადა, შეხვედრებს დღეს გამართავს და გუნდში არსებულ სიტუაციას შეისწავლის.

,, სანამ არ შევისწავლი სიტუაციას მანამდე ვერ დავსახავ გეგმებს. ერთი გეგმა მაქვს – უმაღლეს ლიგაში უნდა დავრჩეთ, შედეგები უნდა გვქონდეს და გუნდი არ უნდა დაიშალოს. ამას როგორ გავაკეთებთ, მომავლის საქმეა”.- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

მისივე თქმით, მოგვიანებით პრესკონფერენციას დანიშნავს და ყველა კითხვას უპასუხებს.

რაც შეეხება ზაალ ჩაჩავას, ის უუფლებო პრეზიდენტია. მას ჯერ ვალი არ უღიარებია, რის გამოც მერია გუნდს უკან ვერ იბრუნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *