ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” გულშემატკივრები აქციას გამართავენ.

ისინი აქციაზე კლუბის გადარჩენას და მისთვის ფინანსური სახსრების გამონახვას მოითხოვენ. “ტორპედოს” მხარდამჭერები ქუთაისის მერიასთან 11 სექტემბერს, 14:00 საათზე შეიკრიბებიან.

“გვიან, მაგრამ მაინც მივედით იქამდე, რომ კლუბი მერიამ დაიბრუნა, თუმცა ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ კლუბის დაბრუნება არ ყოფილა. მას შველა სჭირდება. ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში 3 თვის წინ მოვიდნენ, დღემდე ერთი ხელფასიც არ აუღიათ. კვლავ უხელფასოდ რჩებიან ის ფეხბურთელებიც, რომლებმაც “ტორპედო” გაჭირვების ჟამს არ მიატოვეს და ბოლომდე გვიერთგულეს. ამას არ დავუშვებთ! აღარ მოვითმენთ! აღარ მოვტყუვდებით! აღარ გაპატიებთ!,”-წერია გულშემატკივრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებმა არაერთი აქცია მოაწყვეს. ისინი კლუბიდან ყოფილი პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას წასვლასა და ფეხბურთელებისათვის ხელფასების მიცემას ითხოვდნენ.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *