ქუთაისის მერიის ვებ გვერდზე მოქალაქეების თავისუფალი ინიციატივების წარდგენა

დასრულდა. საკუთარი იდეა 90-მდე მოქალაქემ წარდგინა. ინიციატივები ძირითადად ქუთაისში ინფრასტრუქტურის მოწყობას ეხება.

​ინიციატივების დარეგისტრირების შემდეგ მეორე ეტაპი იწყება, რომელიც მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ იდეების შესწავლა და შეფასებას მოიცავს. შერჩევის პროცესი 21 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მესამე ეტაპი საჯარო კენჭისყრაა, რომელიც 9 ოქტომბრიდან 1-ლ ნოემბრამდე იწარმოებს.

საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში წარმოდგენილი იქნება 10 პროექტი, რომელიც მიიღებს მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მაქსიმალურ შეფასებას. გამარჯვებული გახდება 3 საპროექტო განაცხადი, რომელიც მიიღებს ხმების მაქსიმალურ რაოდენობას საჯარო კენჭისყრისას.

გამარჯვებული ინიციატივა ქუთაისის მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *