სპორტი
ქუთაისში, სპორტის კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები მოეწყობა
30 სექტემბერს, ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში, 15:00 საათიდან ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სპორტული ღონისძიებები მოეწყობა: სიმბოლური გარბენი, მხატვრული ტანვარჯიში (საჩვენებელი ნომრები), ტაეკვანდო (საჩვენებელი პროგრამა), სკეიდბორდი, ჭადრაკი მოყვარულებისათვის. ღონისძიებების ორგანიზატორია ქუთაისის მერია და ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება.

ევროპის სპორტის კვირეული არის სპორტული სახის ღონისძიება და ითვალისწინებს ქვეყანაში მასობრივი სპორტული ღონისძიებების და აქტივობების მოწყობას 1 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციებზე, რომლებშიც ჩართვა და მონაწილეობა შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მსურველისათვის. ევროპის სპორტის კვირეული საქართველოში მეორე წელია იმართება. დღესვე,  სტარტს აიღებს "სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2020", რომლის ორგანიზატორია სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მოიცავს შიდა სასკოლო, მუნიციპალურ, რეგიონულ, ზონალურ და დასკვნით თამაშებს სპორტის შვიდ სახეობაში (3X3 კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, ბადმინტონი, ხელბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, გეზრბენი).

2014 წლიდან ფედერაცია არის საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაციის წევრი, რაც შესაძლებელს ხდის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონებმა მონაწილეობა მიიღონ ევროპის და მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატებში.

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებითა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, მე-5 წელია ახორციელებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამას, რაც გულისხმობს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მასობრივ ჩართულობას სპორტულ აქტივობებში.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ტყიბულში მეშახტეები საპროტესტო აქციებს კვლავ აგრძელებენ. ძიძიგურის
შახტში
14:27 / 27.02.2020
ტყიბულში მეშახტეები საპროტესტო აქციებს კვლავ აგრძელებენ. ძიძიგურის შახტში
ქუთაისის ,,ტორპედო
13:12 / 26.02.2020
ქუთაისის ,,ტორპედო" ახალ სეზონზე პირველ მატჩს გორის ,,დილასთან" გამართავს. შეხვედრა
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 3 - 14 °C
img
ქუთაისი 9 - 20 °C
img
ბათუმი 10 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020