სპორტი
,,ელემენტარული საკვები არაა, რომ ფეხბურთელებმა ჭამონ" - ,,ტორპედო" ვარჯიშს წყვეტს
ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. მიზეზი ,,ტორპედოში" შექმნილი გაუსაძლისი პირობებია.

როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" ,,ტორპედოს" კაპიტანმა, როინ კვასხვაძემ განუცხადა, უხელფასოდ დარჩენილ ფეხბურთელებს თავის რჩენა არ შეუძლიათ, რის გამოც იძულებული გახდნენ ვარჯიში შეეწყვიტათ.

,,იყო შეკრება ტორპედოს ბაზაზე. სიტუაცია იგივეა. ფეხბურთელების შეკითხვაზე პასუხი არ არის. არ არის თანხა დავალიანება რომ გასტუმრდეს. არავინ ჩანს ისეთი, რომ გვითხრას თუ გამოსწორდება სიტუაცია. ელემენტარული საკვები არაა, რომ ფეხბურთელებმა ჭამონ. გუნდში ისეთ სიტუაციაა, ბიჭებს ფიზიკურად აღარ შეგვიძლია გავაგრძელოთ ვარჯიში. ქუთაისის ,,ტორპედოს" დაშლა პირადად ჩემთვის ძალიან რთული მომენტი იქნება."- განაცხადა როინ კვასხვაძემ.

,,ტორპედოს" წინ, 19 ოქტომბერს, წყალტუბოში, ,,საბურთალოსთან" ეროვნული ლიგის ტური აქვს. შეძლებს თუ არა გუნდი მატჩის გამართვას უცნობია.

შეგახსენებთ, გუნდში თვეებია უკვე ფინანსური პრობლემებია, პრობლემები გულშემატკივრებმა არაერთხელ გააპროტესტეს. ბოლოს გამართული აქციის შემდეგ მათ ქალაქის მერი შეხვდათ. გულშემატკივრებთან შეხვედრაზე ქუთაისის მერი უმოქმედობაში დაადანაშაულეს. ფანკლუბის წევრებმა განაცხადეს, რომ გუნდი იშლება და მერია ამ დრომდე არაფერს აკეთებს.

ქუთაისის მერმა ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ მერიამ "ტორპედოსთან" მიმართებაში ყველა ნაბიჯი სწორად გადადგა. ქმედითი ნაბიჯების განსახორციელებლად კი აუცილებელია, გუნდი მერიის ბალანსზე გადავიდეს. ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან ფილიპაშვილი კლუბის დროებითი მმართველის მოადგილედ დანიშნა.

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,თამაშებზე აუცილებლად გავალთ. კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ
10:51 / 11.10.2019
,,თამაშებზე აუცილებლად გავალთ. კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ "ტორპედო"
ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს.
11:49 / 10.10.2019
ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს.
11–13 ოქტომბერს, ზესტაფონის სპორტის სასახლე სიმონ საყვარელიძის
13:09 / 09.10.2019
11–13 ოქტომბერს, ზესტაფონის სპორტის სასახლე სიმონ საყვარელიძის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული
16:14 / 30.09.2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ოქტომბერი  »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 9 - 23 °C
img
ქუთაისი 12 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019