ქუთაისის ,,ტორპედო” 19 ოქტომბერს  წყალტუბოში კრისტალბეთ ეროვნული

ლიგის XXXI ტურის ფარგლებში “საბურთალოსთან” მატჩს გამართავს. კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, მატჩისთვის 17და 19 წლამდე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები ემზადებიან. 

,,გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ გუნდს ვარჯიში არ განუახლებია, სამწვრთნელო შტაბი იძულებულია მოახლოებულ მატჩში/მატჩებში მოედანზე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები გამოიყვანოს.

რეგლამენტის თანახმად, კლუბს მატჩის განაცხადში მეორე გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია. შესაბამისად, “საბურთალოსთან” მატჩისთვის 17 და 19 წლამდე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებიც ემზადებიან.”- წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. მიზეზი ,,ტორპედოში” შექმნილი ფინანსური პრობლემებია. უხელფასოდ დარჩენილ ფეხბურთელებს თავის რჩენა არ შეუძლიათ, რის გამოც იძულებული გახდნენ ვარჯიში შეეწყვიტათ.

შეგახსენებთ, გუნდში თვეებია უკვე ფინანსური პრობლემებია, რაც გულშემატკივრებმა არაერთხელ გააპროტესტეს. 

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *