საქართველოს თასის ნახევარფინალში ,,საბურთალოსთან”,,ტორპედო” 2:0 დამარცხდა.

შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე დღეს, 23 ოქტომბერს გაიმართა.  ,,საბურთალოს” ,,ტორპედო” დღეს ძირითადი გუბნდით დაუპირისპირდა. პირველ მატჩში, რომელიც 19 ოქტომბერს წყალტუბოში გაიმართა, ,,საბურთალოსთან” ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებმა ითამაშეს. მატჩი მაშინაც  2:0 ,,საბურთალოს” სასარგებლოდ დასრულდა.

ძირითადი გუნდი სათამაშოდ ფანკლუბის თხოვნის შედეგად გავიდა.   შეგახსენებთ, ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. მიზეზი ,,ტორპედოში” შექმნილი ფინანსური პრობლემებია. უხელფასოდ დარჩენილ ფეხბურთელებს თავის რჩენა არ შეუძლიათ, რის გამოც იძულებული გახდნენ ვარჯიში შეეწყვიტათ.

გუნდში თვეებია უკვე ფინანსური პრობლემებია, რაც გულშემატკივრებმა არაერთხელ გააპროტესტეს.

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა.

რაც  შეეხება ,,ტორპედოს” ახალ სპონსორს, ,,აქტიურად ვმუშაობთ ინვესტორებთან.” – ასე უპასუხა ქუთაისის მერმა რადიო ,,ძველი ქალაქის” შეკითხვას ,,ტორპედოში” არსებული პრობლემების შესახებ. მერის განცხადებით, ინვესტორებიდან პასუხს რამდენიმე დღეში ელოდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *