“გვაქვს მეოთხე ადგილზე გასვლის შანსი და ამისთვის ვიბრძოლებთ. დარჩენილ მატჩებს მთავარი გუნდი ჩაატარებს.”

– ამის შესახებ ,,ტორეპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ,,საბურთალოსთან” მატჩის შემდეგ განაცხადა. ,,ტორეპდო” საქართველოს თასის ნახევარფინალში ,,საბურთალოსთან” 2:0 დამარცხდა. 

,,სულ ჩვენ ხომ არ ვითამაშებთ თასის ფინალში. სხვამაც ითამაშოს. სამი წელია ვთამაშობთ. მინდა მივულოცო ,,საბურთალოს” დამსახურებული გამარჯვება. ჩემს ბიჭებს მინდა მადლობა გადავუხადო. რეალობა ასეთი გვაქვს. ვალდებულები ვართ გამოვიდეთ და ბიჭებმა მოლაპარაკეს და თქვეს, რომ ქუთაისისათვის და ამ გუნდისათვის ბოლომდე დაიხარჯებიან და ბოლომდე მიიყვანენ ჩემპიონატს. მე დარწმუნეული ვარ პრობლემა არ შეგვექმნება და ვიბრძოლებთ მეოთხე ადგილისათვის. მანამდე იმედი მაქვს ბევრი რამე გაირკვევა”.- განაცხადა კახა ჩხეტიანმა. 

ძირითადი გუნდი სათამაშოდ ფანკლუბის თხოვნის შედეგად გავიდა. შეგახსენებთ, ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს. მიზეზი ,,ტორპედოში” შექმნილი ფინანსური პრობლემებია. უხელფასოდ დარჩენილ ფეხბურთელებს თავის რჩენა არ შეუძლიათ, რის გამოც იძულებული გახდნენ ვარჯიში შეეწყვიტათ.

,,ტორპედოში” თვეებია უკვე ფინანსური პრობლემებია, რაც გულშემატკივრებმა არაერთხელ გააპროტესტეს.

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა.

რაც შეეხება ,,ტორპედოს” ახალ სპონსორს, ,,აქტიურად ვმუშაობთ ინვესტორებთან.” – ასე უპასუხა ქუთაისის მერმა რადიო ,,ძველი ქალაქის” შეკითხვას ,,ტორპედოში” არსებული პრობლემების შესახებ. მერის განცხადებით, ინვესტორებიდან პასუხს რამდენიმე დღეში ელოდებიან.

ფოტო:F.C. Torpedo Kutaisi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *