ქუთაისელმა სპორტსმენმა, ძალოსანმა შოთა მიშველიძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

სპორტსმენმა ბელარუსიაში მიმდინარე ტოკიოსოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე სამ დისციპლინაში გაიმარჯვა.

სპორტსმენმა  ატაცში 118/123 კგ. დაძლია, აკვრაში – 137/143 კილოგრამი, ხოლო  ორჭიდში –  266 კილოგრამი და 3 ოქროს მედალიც მოიპოვა. გამარჯვებასთან ერთად შოთა მიშველიძემ  ოლიმპიური სალიცენზიო ქულებიც დაიმატა. 

,,მხოლოდ მინიმალური შედეგები გავაკეთე, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ტურნირი მნიშვნელოვანი იყო ნამდვილად, რადგან აქ 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიის ქულები თამაშდებოდა. კიდევ მსგავს რამდენიმე ტურნირზე მომიწევს ასპარეზობა და ვფიქრობ ლიცენზიის მოპოვებასაც შევძლებ.” – განაცხადა რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას შოთა მიშველიძემ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *