თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირზა სხულუხიამ (70კგ) მსოფლიო

ჩემპიონობა მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა. 

ფინალში მირზა სხულუხიამ რუსეთის წარმომადგენელი ჩერმან ვალიევი დაამარცხა. მანამდე კი უკრაინელ სპორტსმენს სძლია. 

საერთო ჯამში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 23 წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გუნდურ ჩათვლაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მე-2 ადგილზე გავიდა, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდმა მე-4 ადგილი დაიკავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *