ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე, მარტივი ტიპის სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

დამონტაჟდება ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის ბადეები.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,თეგიკა უნივერსალი” ასრულებს. სპორტული მოედნის მოსაწყობად 42 ათასი ლარი დაიხარჯება. 

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია , მერის მოადგილეები დავით ერემეიშვილი და იუზა უგულავა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ელეონორა არჩაია გაეცნენ.

,,ჩვენ ვაგრძელებთ მოედნების რეაბილიტაციას. წელს, ქალაქის მასშტაბით, 12 მოედანი მოეწყობა, რომლის საერთო ღირებულება 750 000 ლარს აჭარბებს. რამდენიმეს აღვადგენთ, ნაწილი კი სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით მოეწყობა”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ქუთაისში 12 მარტივი ტიპის სპორტული მოედნის მოწყობას დეკემბრის ბოლომდე დაასრულებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *