8 და 10 ნოემბერს, თბილისში ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში,

საქართველოს თასის ღია გათამაშება გაიმართა.
ტურნირში ქართველ მოფარიკავეებთან ერთად მონაწილეობას საუდის არაბეთის ნაკრების წევრებიც იღებდნენ.  საქართველოს თასზე წარმატებით გამოვიდნენ ქუთაისელი მოფარიკავეები. მათ  3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლი მოიპოვეს. 

ხმალში თასის მფლობელი საქართველოს ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე გახდა. დაშნით ფარიკაობაში ოქროს მედალი  მარია ზაკირჩენკომ მოიპოვა, დაშნაში დავით არველაძემ გაიმარჯვა. მან ფინალში თანაქალაქელი ლევან ფცქიალაძე დაამარცხა… შესაბამისად, ფცქიალაძე მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ვაჟა რეჭია (ხმალი).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *