ქუთაისელი მოკრივეები მერაბ თურქაძე და კონსტანტინე ჯანგავაძე 8 დეკემბერს იასპარეზებენ.

საკრივო შოუში,  სარეიტინგო ორთაბრძოლებში, მათი მეტოქე ლუკა გოგობერიშვილი და გურამ კურტანიძე იქნებიან. 

67კგ. წონით კატეგორიაში,  4 რაუნდიან ოთაბრძოლაში კონსტანტინე ჯანგავაძე (ქუთაისი) – გურამ კურტანიძეს (ყვარელი) დაუპირისპირდება.

67კგ.წონით კატეგორიაში, 4 რაუნდიან ორთაბრძოლაში მერაბ თურქაძის (ქუთაისი) მეტოქე  ლუკა გოგობერიშვილი (თბილისი) იქნება. 

8 დეკემბრიდან თბილისში პროფესიონალური კრივის საღამოები ახლდება. საკრივო შოუ Boxing Group Promotion-ის ორგანიზებითა და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მხარდაჭერით გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *