ქუთაისელმა მოკრივეებმა მერაბ თურქაძე და კონსტანტინე ჯანგავაძე 8 დეკემბერს თბილისში,

ვერის კალათბურთის სასახლეში, საკრივო შოუში იასპარეზეს. 67კგ. წონით კატეგორიაში, 4 რაუნდიან ოთაბრძოლაში კონსტანტინე ჯანგავაძე გურამ კურტანიძესთან ორთაბრძოლაში დამარცხდა.

რაც შეეხება მეორე ქუთაისელ სპორტსმენს, მან ასევე 67კგ.წონით კატეგორიაში იასპარეზეა. 4 რაუნდიან ორთაბრძოლაში მერაბ თურქაძემ მეტოქე ლუკა გოგობერიშვილი დაამარცხა.

8 დეკემბრიდან თბილისში პროფესიონალური კრივის საღამოები განახლდა. საკრივო შოუ Boxing Group Promotion-ის ორგანიზებითა და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *