ქუთაისში თეიმურაზ აფხაზავას სახელობის მე-17

საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. გამოვლინდნენ ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში გამარჯვებულები.

შეჯიბრში მეორე ადგილი ასე გადანაწილდა: შიუკაშვილი ბაგრატი, უკლება საბა, გოქაძე გიორგი, ჯანგავაძე ლაშა, არველაძე ჯემალი, ქობულაძე ბექა, რობაქიძე გუგა. მესამე ადგილი კი შავაძე ნიკამ, ჩაკვეტაძე დემურმა, კუხალაშვილმა რევაზმა, მარგველაშვილმა ნიკოლოზმა და სანიკიანმა მათემ დაიკავეს.

შეჯიბრება 2002–2003 წლებში დაბადებულ მოჭიდავეთა შორის მიმდინარეობდა და მასში საქართველოს ქალაქების და რაიონების გუნდებთან ერთად, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. ტურნირზე სულ 300–მდე მოჭიდავე გამოვიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *