კახა ჩხეტიანი ,,ტორპედოს” მთავარი მწვრთლენი აღარ არის. გუნდის პრესსამსახურის ინფორმაციით,

მწვრთნელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

,,”ტორპედო” მადლობას უხდის კახა ჩხეტიანს გაწეული სამსახურისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს. მადლობა ყველაფრისთვის!” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

სად გააგრძელებს კახა ცხეტიანი მუშაობას ამ ეტაპზე უცნობია.

,,სად მიდის ეს გადაწყვეტილი არ არის. ყველ შემთხვევაში, ჩემტან საუბარში თქვა, რომ ჯერ სამკურნალოა და შემდეგ ვნახოთ რა იქნება. მოვალეობის შემსრულებელი მისი მოადგილე აშვეთია იქნება”.- ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ჩხეტიანი გუნდიდან წასვლის შემთხვევაში მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მიხეილ აშვეთია შეასრულებს.

კახა ჩხეტიანი “ტორპედოს” მწვრთნელად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს “ტორპედომ” ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. გარდა ამისა, კლუბმა ორ-ორჯერ საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო, პირველად ითამაშა ევროპალიგის პლეი-ოფში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *