ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოსთან”

დაკავშირებით იტალიელ ინვესტორთან მოლაპარაკებები გრძელდება. ქუთაისის მერი ამბობს, რომ კლუბის გადაცემასთან დაკავშირებული დეტალები და იტალიური მხარის ვალდებულებები კვლავ ზუსტდება.

“იტალიელები ჩამოსული არიან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, საბოლოო შეთანხმებები. მოგეხსენებათ, გუნდი საკმაოდ პრობლემურ მდგომარეობაშია და ამ საკითხებზე დეტალები ირკვევა, რომ საბოლოო ჯამში გადაწყდეს და იტალიელები ჩაერთონ. ისინი არიან მზად, რომ გარკვეული თანხა ჩადონ კლუბში. უბრალოდ აქ არის მოსაგვარებელი პროცესები თუ როგორ გადაეცემათ მათ კლუბი. მათ უნდათ ყიდვა. გრძელვადიან პროექტად ფიქრობენ ისინი კლუბს, თუმცა, იქ არის რიგი პრობლემები, რომელთა შეთანხმება აუცილებელია. ამ შეთანხმების პროცესში ვართ ახლა და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფ ვადებში დასრულდეს,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

ქუთაისის “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია. გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა დატოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *