სანდრო ბაზაძე საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა ორლეანის ფარიკაობის კლუბ ,,Cercle d’Escrime Orleanais" რიგებში საფრანგეთის გუნდურ ჩემპიონატში იასპარეზა.

სანდრო ბაზაძემ ფრანგთა ლიდერს 5:2 სძლია. გადამწყვეტ პაექრობაში მან ვისენტ ანსტეტს მოუგო და თავის გუნდს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.

ქუთაისელმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ იანრვის დასაწყისში კანადის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.
| Print |