კვირის ბოლოს ქუთაისის ,,ტორპედოს” ახალი მფლობელი ეყოლება. ამის შესახებ ინფორმაცია

იმერეთის სახელწმიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს. 

მათივე ინფორმაციით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას შეხვედრა იტალიელ ინვესტორებთან ცოტა ხნის წინ დასრულდა.

,,იტალიელი ინვესტორები მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე თანხმობას აცხადებენ, მოლაპარაკებები მიმდინარე ტექნიკურ საკითხებზე კვირის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის “ტორპედოს” ახალი მფლობელი ეყოლება.  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრაზე მხარეებმა იმ გარანტიებზეც ისაუბრეს, რომლითაც გუნდს უნდა ჰქონდეს სტაბილური დაფინანსება, ფეხბურთელების კონტრაქტები უნდა იყოს მყარი და არ უნდა დაირღვეს პირობები, რაც წინა შემთხვევაში ხდებოდა. მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და “კრისტლაბეთ ეროვნულ ლიგაში” ღირსეული გამოსვლა იქნება.”- ნათქვამია მოწოდებულ ინფორმციაში. 

შეგახენებთ, რამდენიმე თვეა, “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია. გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა დატოვეს. გუნდში შექმნილი პრობლემები გულშემატკივრება არაერთხელ გააპროტესტეს.

ამავე თემაზე: ,,გვსურს ამბიციური კლუბის შექმნა, რომელიც საქართველოში საუკეთესო იქნება” – ფაბიო მანინი ,,ტორპედოზე”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *