იტალიელი ინვესტორი “ტორპედოს” მომავალზე პრესკონფერენციას გამართავს
იტალიელი ინვესტორი ფაბიო
მანინი, რომელმაც ქუთაისის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" შეიძინა,
პრესკონფერენციას გამართავს. ის ჟურნალისტებს 7 თებერვალს, 10:30
საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საპრესკონფერენფიო
დარბაზში შეხვდება. კლუბის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული
ინფორმაციით, ინვესტორი "ტორპედოს" მომავალზე ისაუბრებს.
გუნდი ფინანსური პრობლემების გამო დაშლის პირას იმყოფებოდა. "ტორპედო"
ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა დატოვეს. რამდენიმეთვიანი
მოლაპარაკებების შემდეგ, გუნდში ინვესტიციას იტალიელი ინვესტორი
ჩადებს.
მასალის გამოყენების პირობები