“უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ გუნდის განვითარების ბიზნეს გეგმა წარმოვადგინოთ”
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი ინვესტორი
ფაბიო მანინო ამბობს, რომ ის კლუბის საწვრთნელი ბაზის ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებაზე იზრუნებს.
"უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ ამ გუნდის განვითარების ბიზნეს
გეგმა წარმოვადგინოთ. ამაში შედის ინფრასტრუქტურული ნაწილი. ვაპირებთ,
რომ აქ იყოს სასტუმრო, საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზი, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია. უახლოეს მომავალში თქვენ თვითონ ნახავთ, თუ რამდენის
გაკეთებას შევძლებთ. ამ საკითხებზე უკვე ვესაუბრე მერს. ჩვენს
კონცეფციას უკვე მასაც წარვუდგენთ. ხდება გარკვეული თანხების
მობილიზება, რომ უკეთესი მდგომარეობით იყოს წარმოდგენილი ბაზა. ჩვენ
შევხვდით არქიტექტორებს, რომლებიც წარმოადგენენ დიზაინს. თბილისში
მუშაობენ არქიტექტორები, რომლებიც წარმოადგენენ დიზაინს და მჯერა,
თქვენც მოგეწონებათ,"-ამბობს ფაბიო მანინო.
მასალის გამოყენების პირობები