"ყველაფერი თითქმის ნულიდანაა დასაწყები"-"ტორპედოს" მწვრთნელი
1-ლ მარტს ქუთაისის "ტორპედო" გორის "დილას" უნდა დაუპირისპირდეს. მესამე დღეა გუნდმა ვარჯიში განაახლა. კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა, ამ ეტაპზე გუნდი სრულად არ დაკომპლექტებულა. "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი მიხეილ აშვეთია ამბობს, რომ ვარჯიშის პირველი დღეები ნაყოფიერი იყო, თუმცა, გუნდის ფორმაში ყოფნაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია.

"მესამე დღეა ვვარჯიშობთ. რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ, თუმცა, გუნდი ჯერ დაკომპლექტებული არ არის. ფორმაში ყოფნაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ყველაფერი თითქმის ნულიდანაა დასაწყები. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ეს ყველამ იცის. ჩვენ ყოლა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ პირველი მარტისთვის მოვემზადოთ. ქუთაისის გულშემატკივარს ყოველთვის მოგება უნდა და ვეცდებით, რომ მოვიგოთ,"-აცხადებს მიხეილ აშვეთია.

გუნდში ამ ეტაპზე 18 ფეხბურთელია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს უცხოელი ფეხბურთელების ჩამოსაყვანად.

რამდენიმე თვის განმავლობაში "ტორპედოში" ფინანსური კრიზისი იყო. გუნდი ფეხბურთელებმა დატოვეს. საფეხბურთო კლუბში ინვესტიცია იტალიელმა ინვესტორმა ფაბიო მანინომ ჩადო. პირველ ეტაპზე, ის ფეხბურთელებისა და ადმინისტრაციული პერსონალის დავალიანებას გადაიხდის.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, კოღუაშვილის ქუჩაზე, საფეხბურთო აკადემია მოეწყობა.
16:24 / 25.11.2020

ქუთაისში, კოღუაშვილის ქუჩაზე, საფეხბურთო აკადემია მოეწყობა.

ქუთაისის
12:59 / 21.11.2020
ქუთაისის "ტორპედო" დღეს "საბურთალოს"
საქართველოს ჩემპიონატზე ჭადრაკში სპორტსმენებმა იმერეთიდან
12:20 / 14.09.2020
საქართველოს ჩემპიონატზე ჭადრაკში სპორტსმენებმა იმერეთიდან
,,ტორპედოს
15:34 / 27.08.2020
,,ტორპედოს" მცველი ლუკა ქაფიანიძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 9 °C
img
ქუთაისი 1 - 8 °C
img
ბათუმი 6 - 11 °C
img
სოხუმი 4 - 11 °C
img
ფოთი 6 - 11 °C
img
თელავი 2 - 10 °C
img
მესტია -9 - -1 °C
img
ზუგდიდი 2 - 9 °C
img
ბორჯომი -3 - 4 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ავარია ქუთაისში - ახალგაზრდობის გამზირზე ავტომობილი ხეს შეეჯახა.

01:11 / 30.10.2020
,,გაბედეს'' წევრებმა #59 საოლქო კომისიაში მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს

ქუთაისის #59 საოლქო კომისიის შენობაში  მოძრაობა ,,გაბედეს’’ წევრებმა მეორე კლასის მათემატიკის წიგნი და საანგარიშო მიიტანეს.

00:38 / 06.11.2020
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდსა და პანდემიის მართვის პროგრამას თანხები დაემატა
17:55 / 25.11.2020

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვის პროგრამისთვის 53 ათასი ლარია გათვალისწინებული.