“რთულად მისადგომი ქუჩები პრობლემად რჩება”-თოვლმა ქუთაისში პრობლემები შექმნა
ქუთაისში ინტენსიური თოვის გამო გზებზე
პრობლემები შეიქმნა. გართულდა ტრანსპორტის მოძრაობა. ააიპ "სპეციალურ
სერვისებში" განმარტავენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის
განმავლობაში მიმდინარებდა, თუმცა, ინტენსიური თოვის გამო უკვე
გაწმენდილ მონაკვეთებზე სამუშაოები დილიდან კვლავ განახლდა.
"მთელი ღამის განმავლობაში 4 ერთეული სპეც. ტექნიკით ვმუშაობდით.
რელიეფურად რთულად მისადგომი ქუჩები მთელი ღამის განმავლობაში
იწმინდებოდა. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ნალექის ინტენსივობის
გამო, ერთი და იგივე ადგილი რამდენჯერმე იწმინდება. ამ ეტაპზე
პრობლემად რჩება რელიეფურად რთულად მისადგომი ადგილები. მუშაობს
ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი,"-აცხადებენ "სპეციალურ
სერვისებში".
მასალის გამოყენების პირობები