,,ქუთაისის ,,ტორპედო” დღემდე ფინასურ კრიზისშია, ხოლო მის ყოფილ მფლობელს კი

ლევან კობიაშვილი მფარველობს.”- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფიგზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატმა ქუთაისში გიგა შუშანიამ განაცხადა. ოპოზიაციაში აცხადებენ, რომ საქმე კორუფციულ სქემას ეხება, რომლის მიხედვითაც ,,ტორპედოს” ყოფილმფლობელს, ზაალ ჩაჩავას დავალიანება უნდა ჩამოეწეროს.

,,სახელმწიფომ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები რაც დავალიანების ნაწილის დაფარვას გულისხმობდა, რის გამოც ვერ ხერხდება კლუბის იტალიელ ინვესტორზე გადაცემა, აღნიშნული მიზეზით მან კლუბის დაფინანსება შეწყვიტა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთელი ეს კორუფციული სქემა, გუნდის და ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა შეცდომაში შეყვანა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ რამოდენიმე მილიონიანი დავალიანება ჩამოწეროდა გუნდის წინა მფლობელს, ზაზა ჩაჩავას, რომელიც ლევამ კობიაშვილის მფარველობით სარგებლობს. მისი კომპანია “კრისტალბეთი” კი ფეხბურთის ფედერაციის მთავარი სპონსორია. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქუთაისის ტორპედო კვლავ მფლობელის გარეშე და ფინანსურ კრიზისშია, ხოლო მხარეები კი ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს.” – განაცხადა გიგა შუშანიამ. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ,,ტორპედოს” სახელმწიფო იმ 221 მილიონი ლარიდან უნდა დაეხმაროს, რომელიც ბიუჯეტში კლუბების დასახმარებლადაა გამოყოფილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *