ქუთაისის ,,ტორპედო” 28 ივნისს საჩხერის ,,ჩიხურასთან” შეხვედრას გამართავს. მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ

სტადიონზე გაიმართება. ფეხბურთელებმა კორონავირუსზე ტესტირება გაიარეს, შემდეგ შემდეგ კი საწვრთნელ ბაზაზე კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდნენ. 

,,სეზონი არც თუ ისე სახარბიელოდ დავიწყეთ. ორი თამაში წავაგეთ. გუნდი იყო ახალი შეკრებილი. ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში არ ვიყავით.შემდეგ კორონავირუსის პანდემია იყო.იმის გათვალისწინებით თუ რა პირობებში გვიწევდა მომზადება, ვფიქრბ ნაყოფიერად გამოვიყენეთ ეს დრო. ასე ვთქვათ, საჩხერესთან თამაშს მომზადებული ვხვდებით.”- განაცხადა ,,ტორპედოს” ფეხბურთელმა ირაკლი ძარაიამ.  

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. სეზონის განახლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება.

ფოტო: F.C. Torpedo Kutaisi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *