,,ფინანსური პრობლემაც არაა გუნდში"- ,,ტორპედოს" წვრთნელი
,,კლუბის პრეზიდენტი გვესაუბრა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს. კარგ იმედებს იძლევა."- ამის შესახებ ქუთაისის ,,ტორპედოს" მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ განაცხადა. მისივე განცხადებით, ფაბრიციო მანინი აქტიურადაა ჩართული კლუბის საქმიანობაში. 

,,კარგ იმედებს იძლევა, კლუბის ყოველდღიურობაში ის აქტიურადაა ჩართული და ფინანსური პრობლემაც არაა გუნდში - კარანტინის პერიოდში რასაც დაგვპირდა, ყველაფერი შეასრულა, დავალიანებები გაისტუმრა. უახლოეს დღეებში ის საქართველოში ჩამოვა და გუნდს ადგილზეც შეხვდება. მთელი გუნდის სახელით, მსურს მას დიდი მადლობა გადავუხადო, რომ მიუხედავად ასეთი რთული პერიოდისა, კლუბს ბოლომდე გვერდში დაუდგა, ჩვენის მხრივ კი ვეცდებით იმედები გავუმართლოთ." - განაცხადა მიხეილ აშვეთიამ. 

,,ტორპედო" 28 ივნისის მატჩისთვის ემზადება. ის საჩხერის ,,ჩიხურას" რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.
| Print |