ქუთაისის ,,ტორპედო” ,,თელავს” დაუპირისპირდება. მატჩი 6 აგვისტოს, 21 საათზე, რამაზ

შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. პანდემიის შემდეგ ეს პირველი მატჩია, როცა სტადიონზე მაყურებელს მისვლა შეეძლება. კოვიდ-19-ს პრევენციის გამო მატჩებზე დასწრება აკრძალული იყო. პროტოკოლში ცვლილებების შესვლის შემდეგ მაყურებლებს ღია ტიპის სტადიონებზე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება უკვე შეუძლიათ. დახურული ტიპის დარბაზებში მაყურებლის დაშვებაზე შეზღუდვები ჯერ ისევ რჩება.

,,ტორპედო” ,,თელავის” მატჩზე დასწრება თავისუფალია. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *