ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშია უძლიერეს მამაკაცთა შორის გამართული

საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. შეჯიბრებები ბათუმში 14-დან 16 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში ქუთაისიდან შვიდი სპორტსმენი ჩაერთო.

კონსტანტინე ჯანაშიამ მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა, ჯიმშერ ჭელიძე კი 90კგ/წონით კატეგორიაში მე-3 ადგილის მფლობელი გახდა.

ჩემპიონატში საქართველოს მასშტაბით სულ 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *