საქართველოს ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში ქუთაისელი სპორტსმენი მეორე ადგილზე გავიდა
საქართველოს ონლაინ-ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის დასრულდა. ჭაბუკთა შორის 9-დან 8 ქულით საქართველოს 2020 წლის ჩემპიონმა ამავე ასაკობრივ კატეგორიაში აკაკი ყალიჩავამ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე 7 ქულით ქუთაისელი სპორტსმენი გიორგი გიორგაძე გავიდა. მესამე ადგილი 6,5 ქულით დენიელ საფაროვმა დაიკავა. 

გოგონათა შორის პირველი და მეორე ადგილები სოფია ანთიამ და მარიამ სიჭინავამ გაინაწილეს. მესამე ადგილზე 6 ქულით მარიამ დოლაკიძე გავიდა.

ჭადრაკში ონლაინ ჩემპიონატი წელს პირველად ტარდება, რომელიც საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე CHESS.COM-ზე მიმდინარეობს.
| Print |