ქუთაისელმა მოკრივეებმა საქართველოს პირველობაზე

2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კრივში საქართველოს პირველობა ბათუმში, 25-28 თებერვალს ჩატარდა. შეჯიბრებებში ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 12 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათგან საპრიზო ადგილზე 5 სპორტსმენი გავიდა:

პირველი ადგილი: დემეტრე მიქაუტაძე (66კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ზაალ ჯავახაძე);

თემურ ქართველიშვილი (80კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ზაალ ჯავახაძე).

მე-2 ადგილი: საბა ერემეიშვილი (54კგ. წონით კატეგორია; მწვრთნელი-ბეჟან ჭიჭინავა);

დავით მიქაუტაძე (57 კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი- ზაალ ჯავახაძე).

მე-3 ადგილი -გიორგი ლეთოდიანი (50 კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ავთანდილ ჯაშია).

პირველ ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა ევროპის პირველობაზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვეს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *