ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტული გაერთიანება პანდემიის პირობებში

მნიშვნელოვან ბარიერებს გადააწყდა, უნდა აღინიშნოს შეჩერებული ვარჯიშები და სპორტსმენების შეზღუდული გრაფიკი. აღნიშნულ საკითხზე ააიპ “სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების” უფროსი კობა ფხაკაძე გვესაუბრა, მან აღნიშნა რომ მთავარი პრობლემა სპორტსმენების ვარჯიშია, შეჩერებულმა სპორტულმა აქტივობებმა, გარკვეულწილად, სპორტსმენთა ნაწილის ფორმიდან ამოვარდნა გამოიწვია. მთავარი პრობლემა გადადებული ოლიმპიადაა, იმ სპორტსმენებს რომლებიც ასი პროცენტით მზად იყვნენ ტოკიოში გასამგზავრებლად ფორმის თავიდან აკრეფა მოუწევთ. მეორეს მხრივ არიან სპორტსმენები რომელთაც შანსი ეძლევათ გადადებული ოლიმპიადა მათ სასიკეთოდ გამოიყენონ და ტოკიოში გასამართი ოლიმპიადისთვის ბევრად უკეთ მოემზადონ.

“დღეის მდგომარეობით სხვა ყველაფერთან ერთად მოიხსნა შეზღუდვები სპორტულ დარბაზებთან დაკავშირებით, განახლდა ვარჯიშები, ჩატარდა ქალაქის შიდა ჩემპიონატი კრივში, ამავდროულად მოფარიკავე ბაზაძემ და მოკრივე გიორგი ხარაბაძემ მოახერხეს ლიცენზიის აღება, რაც მათ კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. სპორტულ დარბაზებში მაქსიმალურად დაცულია მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები, ყველა დარბაზში ჩატარდა სადენზიფექციო სამუშაოები, ამავდროულად სპორტსმენებმა გაიკეთეს კოვიდ ტესტი სადაც ყველა პასუხი უარყოფითია. ასე რომ, თავისუფლად შეგვიძლია გადადებული ოლიმპიადისთვის მაქსიმალურად მოვემზადოთ” – აცხადებს კობა ფხაკაძე.

როგორც ჩანს, ქუთაისში სპორტული აქტივობა კვლავ განახლდა, მომავალში მნიშნველოვანი საქალაქო ტურნირები იგეგმება როგორც ბერძნულ რომაულ ასევე თავისუფალ ჭიდაობაში. ყველაზე მნიშნველოვანი კი ტოკიოს ოლიმპიადაა, რომელიც 2020 წლის 24 ივლისს აიღებს სტარტს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *