პარასპორტი - გზა სრულფასოვანი ცხოვრებისკენ

 


პარასპორტი  არის შანსი, დაამტკიცო, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არა აქვს, რომ დიდი გამარჯვების მოპოვება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია - ყველა დონეზე და ყველა სახეობაში.


 

ქუთაისში ყველაზე გავრცელებული პარაფარიკაობაა, ამის შესახებ პარამოფარიკავე და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი „სრულფასოვანი ცხოვრებისათვის“ , ნათია ჩიხლაძე გვესაუბრა.

საწყის ეტაპზე იყო შემოთავაზება შშმ პირების მიმართ, რომ ჩართულიყვნენ ამ სპორტში, ნათია ერთ-ერთი პირველია, ვინც ეს გადაწყვეტილებაა მიიღო და  მისი წვლილი საკმაოდ დიდია ქუთაისის პარასპორტის განვითარებაში.

„ნებისმიერი აქტივობა, არამარტო ჩემთვის, არამედ ნებისმიერი შშმ პირისთვის აუცილებელია, უმთავრესი კი ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრებაა, ნებისმიერი სპორტი ამის საწინდარია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე  ჩართვა, მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან კარგ მწვრთნელებს, რომლებმაც მე ეს ყველაფერი შემაძლებინეს, მათი დიდწილი დამსახურებაა რომ მე უკვე სამი წელია რაც აქტიურად ვეწევი პარაფარიკაობას“-ამბობს ნათია ჩიხლაძე

დღეს ალბათ ნებისმიერ სპორტულ აქტივობაში და მათ შორის პარასპორტშიც მნიშვნელოვანი პრობლემებია და ამის მთავარი მიზეზი პანდემიაა. თითქმის 1 წლის მანძლიზე პარასპორტსმენები საერთოდ მოწყვეტილი იყვნენ ნებისმიერ სპორტულ აქტივობას, ამას დაერთო ტოკიოს ოლიმპიადის გადადება, რამაც იდეალურ ფორმაში მყოფ პარამოფარიკავე, ირმა ხეცურიანს საკუთარი გეგმები როგორც მინიმუმ 1 წლით გადაადებინა.

ერთადერთი დადებითი რაც შეიძლება ითქვას პანდემიასთან ერთად, სპორტული დარბაზების განახლებაა. დღეს ქუთაისის მოფარიკავეთა სპორტული დარბაზი აკმაყოფილებს სტანდარტებს, რომელიც სპორტსმენებს განვითარების შესაძლებლობას აძლევს, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ პანდემიადე დარბაზებს კატასრტროფულ მდგომარეობაში ვხედავდით.

 

პანდემია ნაწილობრივ დასრულდა, პარამოფარიკავეებს  კვლავ შეუძლიათ მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით სპორტულ აქტივობებში დაბრუნდნენ, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ მრავლადაა. მთავარ პრობლემად ტრანსპორტი სახელდება, არსებობენ შშმ პირები რომლებიც სურვილის მიუხედავად ვერ ერთვებიან აქტივობებში, იმის გამო, რომ ისინი რეგიონებში ცხოვრობენ.

პარამოფარიკავე, ნათია ჩიხლაძე აცხადებს:“ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ველით, ჩვენი პარამოფარიკავეების უმრავლესობსს გადაადგილების ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან მწვრთნელები აფინანსებენ, რაც არცერთ განვითარებულ სახელმწიფოში არ ხდება, უამრავი შშმ პირია რომელთაც რეგიონში ცხოვრების გამო საზოგადოებასთან ინტეგრაციაზე უარის თქმა უწევთ, იმის გამო რომ მათთვის სატრანსპორტო საშუალებები არ არის.“

როგორც ჩანს ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის და ამას ხელს საჭირო ორგანიზაციებიდან ნაკლები ყურადღება იწვევს. თუმცა მომავალს ყველა მათგანი იმედის თვალით და მეტი პოზიტივით უყურებს, სწორედ ამ ყველაფერმა მოიყვანა ისინი დღემდე და აძლევთ საშუალებას ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი გახდნენ.

„აქ ერთი ოჯახია, არაჩვეულებრივი გარემო, დირექტორიდან დაწყებული მთავარი მწვრთნელით დამთავრებული, ყველანაირად ზრუნავენ რომ ვიყოთ ბედნიერები, მათ ჩვენ მოტივაციას ვაძლევთ რომ ყველაფერი გაკეთდეს და ისინი ამას მთელი გულით აკეთებენ. ჩვენ ყველა გამარჯვებას ერთად აღვნიშნავთ და ყველა მარცხს ერთად ვიზიარებთ, ისე როგორც ოჯახი, ამიტომ მომავალს ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალური პოზიტივით ვუყურო“-ამბობს პარამოფარიკავე ნათია ჩიხლაძე.

როგორც ჩანს ხელისუფლების ნაკლები ყურადღების მიუხედავად, სპორტულ დარბაზებში შექმინილი გარემო საშუალებას აძლევს თითოეულ მათგანს პოზიტიურ გარემოში იცხოვრონ და ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად გამოდის, ახლა ისინი მოახლოებული საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, მართალია ჯერ ზუსტი თარიღი არ დასახელებულა, მაგრამ თუ კი პანდემიის შესუსტებას გავითვალისწინებთ, პირველობისთვის ბრძოლა არც თუ ისე შორსაა.

 

 

| Print |