ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ

პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც აშვეთია ამბობს, გუნდში ბევრი პრობლემა იყო და ყოველ წელს ახალი გუნდის იქმნებოდა. ყოფილი მთავარი მწვრთნელი მომავალ მწვრთნელს მოუწოდებს, ყველა პრობლემაზე ღიად ისაუბროს. რადიო “ძველი ქალაქი” მიხეილ აშვეთიას დაუკავშირდა, თუმცა მან წასვლის მიზეზების განმარტებაზე უარი განაცხადა, მაგრამ თქვა, რომ კლუბში კონფლიქტს აქდილი არ ჰქონია. აშვეთიამ ჩვენთან საუბრისას ასევე განაცხადა, “წასვლის მიზეზები ყველამ იცის, დანარჩენზე განცხადება კლუბმა გააკეთოს”.

“დადგა ის მომენტი, დავტოვო ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში მედგა ეს პერიოდი. იყო ბევრი პრობლემა მოყოლებული გასული წლიდან. რაც შემეძლო ბოლომდე ვიხარჯებოდი გუნდის წარმატებისთვის. ერთი მინდა ვუსურვო ქუთაისის “ტორპედოს”, დალაგებულიყოს ყველაფერი როგორც ნორმალურ გუნდს შეეფერება. არ ყოფილიყოს ყოველ წელს ახალი გუნდის შენება. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გვერდში მედგა. ახალ მწვრთნელს წარმატებას ვუსურვებ. ერთ რჩევას მივცემ ახალ მწვრთნელს, ყველა პრობლემაზე ღიად ილაპარაკოს და მოითხოვოს რაც საჭიროა მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად, თორემ ძალიან ძნელი იქნება,”-წერს აშვეთია სოციალურ ქსელში.

კონფლიქტის არსებობას გამორიცხავს კლუბის წარმომადგენელიც. “ტორპედოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, თორნიკე ღვინიანიძის თქმით, აღნიშნული აშვეთიას პირადი გადაწყვეტილება იყო.

“მთავარი პრობლემა რაც გუნდში იყო არის ის, რომ რამდენიმე კვირით ადრე შეიკრა გუნდი. ეს გახდა ფაქტორი იმისა, რა მდგომარეობაშია კლუბი. ძალიან მალე დაკომპლექტდა გუნდი და რთული იყო შეთამაშება. რამდენიმე თამაშის შემდეგ თავად ახსენებდა მიხეილი, რომ რთული იყო ასეთ მცირე დროში კარგი შედეგის მიღწევა. როდესაც შედეგს ითხოვს გულშემატკივარი, ამაზე პასუხისმგებელია მთავარი მწვრთნელი. მას დროულად არ ჰქონდა დრო და რესურსები,”-განაცხადა ღვინიანიძემ.

მიხეილ აშვეთია კლუბში 2016 წლიდან მუშაობდა, როგორც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ხოლო 2020 წლიდან მთავარ მწვრთნელად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *