საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს

თასის მფლობელია. კლუბმა ანგარიშით 83:81 “ოლიმპი” დაამარცხა. “ქუთაისი 2010”-მა ქვეყნის თასი არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიგო. გამარჯვება გუნდს ჯოელ ალმეიდას ნასროლმა ბურთმა მოუტანა.

მატჩისა და თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე ჟოელ ალმეიდა გახდა. საუკეთესო მოთამაშისთვის 1000-ლარიანი პრიზი საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციამ დააწესა, რომელიც ქუთაისელთა პორტუგალიელ ლეგიონერს ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა გამყრელიძემ გადასცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *