ქუთაისელმა სპორტსმენმა გიორგი ხარაბაძემ ტოკიოს

ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი პარიზში ჩატარდა. გიორგი ხარაბაძემ 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში შვედი მოკრივე ადამ ჩარტოლი ​დაამარცხა.

ჯამში ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების სამი წევრი იასპარეზებს. ოლიმპიადის საგზური ქუთაისელ სპორტსმენთან ერთად სახილ ალახვერდოვმა და ესკერხან მადიევმა მოიპოვეს.

პარიზში გამართული ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი შარშან გაზაფხულზე ლონდონში შეწყვეტილი შეჯიბრების გაგრძელებაა. ლონდონის შეწყვეტილ ტურნირში ხარაბაძეს სერბ სანდრო პოლეტანთან ჰქონდა მოგებული. 

ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ტოკიოში გაიმართება. კრივში გათამაშდება მედლების 13 კომპლექტი. მათგან 8 კაცებში, 5 კი ქალებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *