Ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს

Ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. Ის 109 კოლოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. Მასთან ერთად ლიცენზია კიდევ 3-მა სპორსმენმა მოიპოვა. Მათ შორისაა შოთა მიშველიძე (61 კგ.), გოგა ჩხეიძე (67 კგ.) Და ანტონ პლესნოი (96 კგ).

Ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე ჯამში საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ოთხი სპორტსმენით წარდგება, რაც თითოეული ქვეყნისთვის დაწესებული კვოტის მაქსიმუმია.

Ლაშა ტალახაძე რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდების მფლობელია. ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. Ასევე ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია შოთა მიშველიძე. Გოგა ჩხეიძე კი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *