ქუთაისელმა სპორტსმენმა კონსტანტინე ჯანაშიამ

World’s Strongest Man-ის ფინალში იასპარეზა. აშშ-ში მიმდინარე შეჯიბრის გადამწყვეტ ეტაპზე ის უკვე მეხუთედ გამოვიდა.

სატიტულო ეტაპზე სულ 10 სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველი სპორტსმენის კონკურენტები იყვნენ: ბრაიან შოუ (აშშ), ტრეი მიტჩელი (აშშ), ჯეიეფ კარონი (კანადა), ბობი ტომპსონი (აშშ), მაქსიმ ბუდრო (კანადა), ტომ სტოლტმენი (დიდი ბრიტანეთი), ეითორ ინგოლფსონ მელსტედი (ისლანდია), ადამ ბიშოპი (დიდი ბრიტანეთი), ლუკ სტოლტმენი (დიდი ბრიტანეთი).

ყველაზე ძლიერი კაცის ტიტული ტომ სტოლტმენმა მოიპოვა დიდი ბრიტანეთიდან.

ფინალური დაპირისპირებები 19 და 20 ივნისს გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *