კახა ჩხეტიანი “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად

დაინიშნა. ჩხეტიანის დანიშვნა თავდაპირველად კლუბში არ დაგვიდასტურეს, თუმცა, 22 ივნისს, თამაშის დაწყებამდე კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ჩხეტიანმა კლუბთან ოფიციალურ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

კახა ჩხეტიანმა კლუბი 2019 წლის სეზონის შემდეგ დატოვა და კარიერა თბილისის “დინამოში” განაგრძო, თუმცა 2020 წლის აგვისტოში გუნდს დაემშვიდობა. კახა ჩხეტიანი “ტორპედოს” 2016-19 წლებში წვრთნიდა. 

კახა ჩხეტიანის კლუბში დაბრუნებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ აშვეთიამ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აშვეთია წყალტუბოს “სამგურალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *