ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ტოკიოს ოლიმპიური

თამაშების მონაწილე იმ 6 ოლიმპიელის ბანერი განთავსდა, რომლებიც იმერეთიდან არიან. მათგან 3 ქუთაისის წარმომადგენელია. ბანერი ოლიმპიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში განათავსეს.

მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა ტრადიციული ოლიმპიური გარბენი და ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება, ხოლო პარაოლიმპიადა 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 32 სპორტსმენი სპორტის 7 სახეობაში იასპარეზებს.

ოლიმპიზმის საერთაშორისო დღე 1948 წლიდან აღინიშნება. 73 წლის წინ, ამ დღეს პირველად მოეწყო გრძელ დისტანციაზე მასობრივი გარბენი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *