"ტორპედო" "დინამოსთან" დამარცხდა
ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოსთან" დამარცხდა. შეხვედრა ანგარიშით 0:1 დასრულდა.

მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის მოედანზე 27 ივნისს ჩატარდა. 

ანგარიში 25-ე წუთზე გახსნეს. გოლი "ტორპედოს" კარში გიორგი კუციამ გაიტანა.

"ტორპედო" მოედანზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა გაიყვანა, რომელიც კლუბში ახლახანს დაბრუნდა. მან პოსტი მიხეილ აშვეთიას წასვლის შემდეგ დაიკავა.
| Print |